ექთნების პროფესიულ დღეს სსდმ ცენტრს დაქვემდებარებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა სხვადასხვა აქტივობები მოუძღვნეს!
აქტივობების თემები: პირადი ჰიგიენა, ინფექციებისგან თავდაცვის საშუალებები, ხელების ჰიგიენა, პირველი დახმარების ჩანთა მისი დანიშნულება, ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
სსდმ ცენტრს დაქვემდებარებულ საბავშვო ბაღებში ბაღის აღმზრდელებმა აღსაზრდელთა მშობლებთან და სსდმ ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ადრეული განათლების კურიკულუმი - თამაში განიხილეს.
პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული მხარეები.
შეხვედრების მიზანი აღსაზრდელებზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს ხელშეწყობაა.
სსდმ ცენტრს დაქვემდებარებულ საბავშვო ბაღთაგან, ავტორიზაციის პროცესისთვის, მიმდინარე ეტაპზე, საპილოტედ შერჩეული ცხრა საბავშვო ბაღი ემზადება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა ლელა გრიგოლაიამ, სკოლამდელი აღზრდის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ცენტრის მეთოდისტებთან და ცენტრს დაქვემდებარებული საბავშვო ბაღების წარმომადგენლებთან გამართა.
შეხვედრაზე საკითხები ავტორიზაციის პროცესში გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმების პარალელურად, საავტორიზაციო და საორგანიზაციო საკითხებს შეეხო.