ზუგდიდის №1 საბავშვო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა

საზეიმო გახსნას ზუგდიდის მერი, მამუკა წოწერია, ადგილობრივი თვითმმართველობის, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, დონორი ორგანიზაციის ,,დანიის ლტოლვილთა საბჭო" ( DRC)წარმომადგენლებთან ერთად, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი, ხათუნა თოლორაია ესწრებოდა.
ყულიშკარისა და ჩხორიას საბავშვო ბაღებმა ფუნქციონირება რეაბილიტირებულ შენობაში განაახლეს

აღსაზრდელებს, საშობაო არდადეგების შემდეგ, განახლებული ოთახები დახვდა.
გარემონტდა საძინებელი ოთახები,გამოიცვალა ფანჯრები,HACCP-ის სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი საბავშვო ბაღების სამზარეულო ოთახი და აღჭურვილობა, საბავშვო ბაღების შენობის ჭერსა და დერეფანს ჩუტარდა რეაბილიტაცია, გამოიცვალა იატაკი.
2022 - ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი- ყველა უფლება დაცულია