საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ინიცირებითა და ზუგდიდის მუნიციპალტეტის მერიის მხარდაჭერით, ჩატარდა კონფერენცია ,, ჩემი საუკეთესო პრაქტიკა’’. კონფერენციაში სსდმ ცენტრს დაქვემდებარებული საბავშვო ბაღის ოცდახუთმა აღმზრდელმა-მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის №16-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა გამოსაშვები დღე ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში იზეიმეს
აღმზრდელებთან ერთად, პატარებმა, მშობლების ჩართულობით, საინტერესო, სანახაობრივი ზეიმი მოაწყეს.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუხში, ახალი, 100 ბავშვზე გათვლილი ბაგა-ბაღის მშენებლობას იწყებს.
პროექტის ღირებულება 4 მილიონამდე ლარია.
აქტივობების ფარგლებში ბაღების აღსაზრდელებმა ბიბლიური სიუჟეტები გააცოცხლეს, ტრადიციებსა და ადათ-წესებზე მეტი ინფორმაცია მიიღეს და თემატური ხელნაკეთობები შექმნეს.