ჩვენ შესახებ

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სრული სახელწოდებაა - „ზუგდიდის მუნიიპალიტეტის ,, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი “ (შემდგომში  ცენტრი),რომლის დაქვემდებარებაშია 63 საბავშვო ბაღი,ირიცხება 4 300 აღსაზრდელი და დასაქმებულია 960 ადამიანი.

ცენტრი წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს.  ცენტრის  დამფუძნებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია.

ცენტრს  შეუძლია ჰქონდეს უფლება  მონაწილეობა მიიღოს იმ ღონისძიებების განხორციელებაში, რომლებიც შეესაბამება ცენტრის  მიზნებს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

ცენტრს უფლება აქვს კანონით და წინამდებარე წესდების,  ცენტრის  მიერ დამტკიცებული აქტის საფუძველზე,  განახორციელოს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა, რომლიდან მიღებული შემოსავალი გამოიყენოს  ცენტრის მიზნებისათვის.

ცენტრს  საკუთრებაში აქვს განკერძოებული ქონება, რომელსაც განაგებს და მოიხმარს დანიშნულებისამებრ, თავისი მიზნების მისაღწევად.

ცენტრს უფლება აქვს იყოს მხარე გარიგებაში, შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იკისროს ვალდებულებები, შეუძლია იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში.

ცენტრის  ძირითადი მიზნებია:

  • ა)  ა.ა.ი.პ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ,,სკოლამდელი აღზრდის  დაწესებულებების მართვის ცენტრი“-ს  დაქვემდებარებაში  არსებული საბავშვო ბაღების   მართვა;
  • ბ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურების ხარისხის მდგრადობის უზრუნველყოფა;
  • გ) კომპეტენციის ფარგლებში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ყველა მიმართულების მონიტორინგის განხორციელება;
  • დ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში თანამშრომელთა პროფესიული განვითარების  პროცესისათვის ხელშეწყობა;
  • ე) სკოლამდელი აღზრდის  დაწესებულებაში ინკლუზიური განათლების პროცესისათვის ხელშეწყობა.
  • ვ) ბავშვის კეთილდღეობაზე ორიენტირებული სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების შეთანხმებული მუშაობისათვის ხელშეწყობა;
  • ზ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სააღმზრდელო პროცესის ოპტიმალურად წარმართვის, ფიზიკური გარემოს ძირითადი მახასიათებლების და უსაფრთხოების პრინციპებთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფის მიზნით, სკოლამდელი აღზრდის  დაწესებულებების ინფრასტრუქტურული განვითარება და გაუმჯობესება, მათ შორის ახალი სკოლამდელი აღზრდის  დაწესებულებების მშენებლობის ორგანიზება;
  • თ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით,  კვალიფიციური კადრების მოზიდვის და საკადრო რესურსის მართვის ხელშეწყობა.

სააგენტო საკუთარი მიზნების განხორციელებისათვის უფლებამოსილია:

  • ა) სკოლამდელი განათლების მართვის პოლიტიკასთან მიმართებაში განახორციელოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინდივიდუალური შეფასება;
  • ბ) განსაზღვროს შეფასების შედეგად პრიორიტეტები, დაგეგმოს ეტაპობრივი განხორციელების სპეციფიური, რეალისტური, დროში განსაზღვრული მიზნები;
  • გ)ხელი შეუწყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ბიუჯეტის პრიორიტეტულ დაგეგმარებას;
  • დ) აქტიურად ითანამშრომლოს სკოლამდელი აღზრდის  დაწესებულებების პერსონალთან;
  • ე) დააკავშიროს ბავშვზე ზრუნვის სხვადასხვა უწყებები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებთან;
  • ვ)უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერა;
  • ზ)სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარების მიზნით მოიძიოს დაფინანსება სხვადასხვა  ფონდებიდან;
  • თ) შეიმუშაოს შიდა და გარე მონიტორინგის სისტემა ხარისხის მდგრადი უზრუნველყოფის მიზნით;
  • ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს დაფინანსება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან და განახორციელოს აღნიშნული სახსრების ხარჯვა,
  • ლ) საკუთარი სახელით განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები, დადოს გარიგებები, საკუთარი სახელით გამოვიდეს მესამე პირებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სასამართლოში;
  • მ) წესდებით და კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის და სხვა მიმართულების განვითარების პროექტები, მათ შორის: ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობის ორგანიზება; სურსათის პროდუქტების შესყიდვის მიზნით სატენდერო პროცედურების უზრუნველყოფა, სკოლამდელი აღზრდის  დაწესებულებების სარგებლობაში არსებული ფართების კაპიტალური და მიმდინარე რემონტი; აღსაზრდელთა განვითარების ხელშეწყობისთვის, არსებული სტანდარტების შესაბამისად სკოლამდელი აღზრდის  დაწესებულებების ეზოების მოწყობა (ატრაქციონები,სათამაშო მოედნები და სხვა) და სხვა ღონისძიებები;
  • ნ) წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, განახორციელოს, საქონლის, მომსახურების და სამუშაოს შესყიდვა, კანონით დადგენილი წესით;
  • ო) დასახული მიზნის მისაღწევად განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი, რომელიც არ ეწინააღმდეგება ცენტრის წესდებასა და მოქმედ კანონმდებლობას.

2022 - ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი- ყველა უფლება დაცულია