მუნიციპალური განვითარების ფონდმა, შამგონაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი ააშენა.
მერმა მუნიციპალური განვითარების ფონდს, პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კიდევ 6 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
,,ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ჩვენი მომავალი თაობაა, ჩვენი მიზანია უახლოეს წლებში მოხდეს ყველა საბავშვო ბაღის სტანდარტიზაცია, რათა მომავალ თაობას აღმზრდელობითი პროცესის განხორციელების საშუალება საერთაშორისო დონის სივრცეში მიეცეს“- აღნიშნა მამუკა წოწერიამ.
ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები, სველი წერტილები. ბაღი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
შამგონის გარდა ახალი საბავშვო ბაღები მიმდინარე წელს რუხში, დარჩელსა და ჭითაწყარში აშენდა.