განსაკუთრებით ხალისიან და სიურპრიზებით დატვირთული დეკემბრის დღეები ყველა საბავშვო ბაღში თანამედროვე მეთოდოლოგიური მიდგომების შესაბამისად დაიგეგმა.
ხათუნა თოლორაია - სსდმ ცენტრის დირექტორი: ,, ახლებური მიდგომების პარალელურად, ჩვენი აღსაზრდელებისათვის საჩუქრების გადაცემა, სასიამოვნო ტრადიციად დარჩა. წელსაც გავახარეთ პატარები. მნიშვნელოვანი წელი გვქონდა, საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურული, მეთოდოლოგიური, მატერიალურ-ტექნიკური გაძლიერების წელი. მომავალ წელსაც ბევრი კარგი სიახლეებით ვხვდებით, რაც ძალიან სასიხარულოა.
ყველას ჩვენ აღსაზრდელებს, აღმზრდელებს, აღსაზრდელთა მშობლებს, პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებს, სსდმ ცენტრში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს ახალ 2023 წელს და წარმატებებს ვუსურვებ"