სასწავლო-სააღმზრდელო წლის შემაჯამებელი შეხვედრა

სასწავლო-სააღმზრდელო წლის შემაჯამებელი შეხვედრა

სსდმ ცენტრის დირექტორმა, ხათუნა თოლორაიამ  ცენტრს დაქვემდებარებული საბავშვო ბაღების გამგეებთან შეხვედრისას, სასწავლო-სააღმზრდელო წელი შეაჯამა.

ცენტრის დირექტორმა ბაღის გამგეებს სამი მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო წარუდგინა  და ახალი სასწავლო წლის, განათლების სამინისტროს მიერ ავტორიზებული კურიკულუმით ( ნაწილი-1, ნაწილი-2) ხელმძღვანელობის რეკომენდაცია გასცა.

ბაღის აღსაზრდელების მშობლებთან კოორდინაციის, მჭიდრო თანამშრომლობის მიზნით, ბაღების ადმინისტრაციას დაევალა საბავშვო ბაღებში განათავსოს, აგრეთვე, საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებული სახელმძღვანელო ,, რჩევები 6 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს“.


2022 - ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი- ყველა უფლება დაცულია