ინოვაციური მოდელის დანერგვა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის

პროექტის მხარდამჭერი და პარტნიორი -ჩეხეთის კარიტასი

სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრსა  და ჩეხეთის კარიტასს შორის თანამშრომლობა 2017 წლიდან დაიწყო. თანამშრომლობის მიზანი იყო  ინოვაციური მოდელის დანერგვა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის ერთ-ერთ საბავშო ბაღში, სადაც აღსაზრდელებს შევთავაზებდით ჯანსაღი და ჰარმონიული განვითარებისკენ, აგრეთვე მათი ადაპტაცია-სოციალიზაციისკენ მიმართულ სერვისს.

„ინტეგრირებული ჯგუფი“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის N15 საბავშვო ბაღში  2017 წლის ოქტომბერში გაიხსნა. პროექტის ფარგლებში ზემოთხსენებული ბაღის ყველა აღმზდელი და აღმზრდელის თანაშემწე გადამზადდა. ამაღლდა ამ ჯგუფში დასაქმებული სპეციალური მასწავლებლების კომპეტენციები. გადამზადება განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული „ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის“ მოწვეული ფსიქოლოგების მიერ.

ინტეგრირებული ჯგუფის ფუნქციონირება მნიშვნელოვანი და ძალიან საჭიროა, რადგან ეს არის სივრცე, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელი იწყებს  ინტეგრაციას საზოგადიებაში. საბავშვო ბაღში ის ეცნობა გარემოს, რომელიც მთლიანად მასზე, მის ინდივიდუალურ ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული.

ინტეგრირებული ჯგუფი გათვლილია 8 აღსაზრდელზე. ჯგუფში ამჟამად, ირიცხება 4 აუტისტური სპექტრის მქონე აღსაზრდელი.

 2017 წლიდან დღემდე, ინტეგრირებული ჯგუფი 16 ბავშვისთვის აღმოჩნდა ხიდი, რომელმაც სამყაროსთან მათ ჯანსაღ ინტეგრაციას შეუწყო ხელი.


2022 - ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი- ყველა უფლება დაცულია