საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ინიცირებითა და ზუგდიდის მუნიციპალტეტის მერიის მხარდაჭერით, ჩატარდა კონფერენცია ,, ჩემი საუკეთესო პრაქტიკა’’. კონფერენციაში სსდმ ცენტრს დაქვემდებარებული საბავშვო ბაღის ოცდახუთმა აღმზრდელმა-მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა.
ხათუნა თოლორაია: ,, ოცდახუთი საინტერესო პრაქტიკა პრეზენტაციის სახით წარმოგვიდგინა ჩვენმა აღმზრდელმა მასწავლებლებმა. პროექტის სარგებლიანობა სწორედ ეს არის- სკოლამდელთა სფეროში დასაქმებულებმა ერთმანეთს საინტერესო იდეები, გამოცდილება გაუზიარონ. მადლობას ვუხდი პროექტის განხორციელებაში მონაწილე ყველა მხარეს - მერიას, პროფკავშირს; ქალბატონ ზამირა ღადუას, ცირა გულუას, ლელა გრიგოლაიას აქტიური ჩართულობისთვის".
კონფერენციის ბოლოს, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწსებულების მხცოვან წარმომადგენლებს, მადლობის ნიშნად სპეციალური საჩუქრები გადაეცა.