სსდმ ცენტრის დირექტორმა, ხათუნა თოლორაიამ ცენტრს დაქვემდებარებული საბავშვო ბაღების გამგეებთან შეხვედრისას, სასწავლო-სააღმზრდელო წელი შეაჯამა.
ცენტრის დირექტორმა ბაღის გამგეებს სამი მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო წარუდგინა და ახალი სასწავლო წლის, განათლების სამინისტროს მიერ ავტორიზებული კურიკულუმით ( ნაწილი-1, ნაწილი-2) ხელმძღვანელობის რეკომენდაცია გასცა.
ბაღის აღსაზრდელების მშობლებთან კოორდინაციის, მჭიდრო თანამშრომლობის მიზნით, ბაღების ადმინისტრაციას დაევალა საბავშვო ბაღებში განათავსოს, აგრეთვე, საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებული სახელმძღვანელო ,, რჩევები 6 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს“.