ზუგდიდის მუნიციპალიტეტის №16-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა გამოსაშვები დღე ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში იზეიმეს
აღმზრდელებთან ერთად, პატარებმა, მშობლების ჩართულობით, საინტერესო, სანახაობრივი ზეიმი მოაწყეს.
საზეიმო ღონისძიებას მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა და სსდმ ცენტრის დირექტორი ხათუნა თოლორაია ცენტრის წარმომადგენლებთან, მშობლებთან და აღმზრდელებთან ერთად ესწრებოდნენ.