სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრსა და ცენტრს დაქვემდებარებულ საბავშვო ბაღებში, COVID - 19-ზე ყოველკვირეული, გეგმიური ტესტირება მიმდინარეობს.
COVID ტესტირებას ანტიგენის სწრაფი ტესტით, საბავშვო ბაღების აღმზრდელ-მასწავლებლები, გამგეები ადგილზე გადიან და მათ მომსახურებას ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლები უწევენ.პროფილაქტიკური ტესტირების მიზანი, სკოლამდელ სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში covid-19- ის გავრცელების რისკების შემცირება და უსაფრთხო გარემოს ხელშეწყობაა.