
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვვის ცენტრის დირექტორი, ხათუნა თოლორაია, ცენტრს დაქვემდებარებული საბავშვო ბაღების გამგეებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა - ცენტრს დაქემდებარებული საბავშვო ბაღების ავტორიზაციასთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრაზე, საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს მიეწოდა ინფორმაცია სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოვალეობის
შემსრულებლის მიერ, 2025 წლის 04 თებერვალს დამტკიცებული ბრძანება საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში ზოგიერთი
გადამდები დაავადებების გავრცელების შეკავების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
რეკომენდაციების გატარების უზრუნველყოფა დაევალა საბავშვო ბაღების გამგეებსა და მედდებს.

შეხვედრაზე ა(ა)იპ ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორმა, ნანა ოდიშარიამ საბავშვო ბაღის გამგეებს გააცნო ბაღებში მომუშავე ჯანდაცვის მუშაკების-ექთნებისათვის დაგეგმილი ტრენინგების შესახებ ინფორმაცია.