სსდმ ცენტრს დაქვემდებარებულ საბავშვო ბაღებში საშემოდგომო აქტივობებია!
სსდმ ცენტრის დირექტორი, ხათუნა თოლორაია დღეს ზედაეწერისა და ზუგდიდის №11 საბავშვო ბაღებში გამართულ აქტივობებს მეთოდისტებთან ერთად დაესწრო.
აქტივობები დატვირთული იყო შემეცნებითი და გასართობი ხასიათის თამაშებით, მშობლებისა და აღმზრდელების აქტიური ჩართულობითა და მრავალფეროვნებით.
საბავშვო ბაღის აღსაზრდელების გასვლითმა აქტივობამ ეთნო სოფელ ,,სისა ტურაში" განსაკუთრებული ხიბლი და ელფერი შესძინა შემოდგომის გაცილების აქტივობას.
ხათუნა თოლორაია: ,, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები, აღზრდისა და სწავლების ახლებური მიდგომები, ჩვენ აღსაზრდელებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ჩვენი ცენტრი მოწოდებულია ყველა არსებული რესურსით შეუწყოს ხელი როგორც მათი განვითარების, ასევე, აღმზრდელების კვალიფიკაციის ზრდასაც".