ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს 2023 წლის მანძილზე განხორციელებული საქმიანობის ანგარიში სსდმ ცენტრის დირექტორმა, ხათუნა თოლორაიამ წარუდგინა.
ანგარიშს დასრულების შემდეგ , მან პასუხი გასცა საკრებულოს წევრების კითხვებს, რის შედეგადაც წარდგენილი ანგარიში დადებითად შეფასდა.
ა(ა)იპ „სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის“ ანგარიში საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და გენდერულ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე მოისმინეს.