სამუშაო შეხვედრას, რომელიც საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა სწავლებისათვის საჭირო რესურსების მენეჯმენტის, სასაქონლო მარაგების მართვის, საბავშვო ბაღების სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საჭირო საკითხებს შეეხო, ცენტრს დაქვემდებარებული ბაღების გამგეები ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სსდმ ცენტრის დირექტორი, ხათუნა თოლორაია უძღვებოდა.