😷ზუგდიდის მუნიციპალიტეტის #1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა, გავრცელებული ვირუსების თემაზე, მრავალფეროვან თამაშებში მიიღეს მონაწილეობა.
😷პატარებმა მოისმინეს,იკვლიეს და აღმოაჩინეს თემასთან დაკავშირებული საკითხები.
🔬გაითავისეს უსაფრთხოების ნორმები.
💊თავად დაამზადეს წამლები.
🍯🍋ნატურალური პროდუქტებისგან ჯგუფში მომზადდა C ვიტამინებით გაჯერებული სასმელი,რომელსაც ეტიკეტზე ვადები მიაკრეს და ბაღის ჯგუფებში დაარიგეს.
📖შექმნეს გამოგონილი ამბავი,,ვიტამინა" და წიგნიც დაამზადეს.
😷🔬🩺💊ბავშვების ინტერესი იმდენად დიდი აღმოჩნდა,თემა პროექტის სახით გაგრძელდა, სადაც პატარებმა ვირუსების საწინააღმდეგო წამლები მოიკვლიეს.
💊პროექტში აქტიურად ჩაერთო საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელი,რომელმაც პატარებს ვიტამინები გააცნო.
🩺მოწვეულ იქნა ფარმაცევტი სოფო მანჯგალაძე. პატარებმა მას, ინტერესებიდან გამომდინარე, დაუსვეს შეკითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები.
🎯 აქტივობის მიზანი - ბავშვებისთვის მრავალფეროვანი გარემოს შექმნა.
პროექტში ჩართული იყო,როგორც ჯგუფის პერსონალი,ასევე ბაღის გამგე და ექთნები