სიახლე სსდმ ცენტრის მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს 2023 წლის მანძილზე განხორციელებული საქმიანობის ანგარიში სსდმ ცენტრის დირექტორმა, ხათუნა თოლორაიამ წარუდგინა.

ანგარიშს დასრულების შემდეგ , მან პასუხი გასცა საკრებულოს წევრების კითხვებს, რის შედეგადაც წარდგენილი ანგარიში დადებითად შეფასდა. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (ა(ა)იპ, შპს) 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშების მოსმენა მიმდინარეობს.




 ა(ა)იპ „სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის“ ანგარიში საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და გენდერულ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე მოისმინეს.
პარტნიორები და დონორები