ზუგდიდის №1 საბავშვო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა

ზუგდიდის №1 საბავშვო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა

საზეიმო გახსნას ზუგდიდის მერი, მამუკა წოწერია, ადგილობრივი თვითმმართველობის, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, დონორი ორგანიზაციის ,,დანიის ლტოლვილთა საბჭო" ( DRC)წარმომადგენლებთან ერთად, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი, ხათუნა თოლორაია ესწრებოდა.
საბავშვო ბაღის გახსნას განსაკუთრებული ემოციებით ბაღის აღსაზრდელები, აღმზრდელები და აღსაზრდელთა მშობლები შეხვდნენ.
სხვადასხვა აქტივობებში მათმა ჩართულობამ განსაკუთრებული ელფერი შემატა საზეიმო განწყობას.
საბავშვო ბაღის ისტორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან, ღირშესანიშნავ დღეს, ბაღის ეზოში სომბოლურად, ნერგი დაირგო.საბავშო ბაღის რეაბილიტაცია, გერმანიის მთავრობისა და გერმანიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

2022 - ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი- ყველა უფლება დაცულია