ყულიშკარისა და ჩხორიას საბავშვო ბაღებმა ფუნქციონირება რეაბილიტირებულ შენობაში განაახლეს

ყულიშკარისა და ჩხორიას საბავშვო ბაღებმა ფუნქციონირება რეაბილიტირებულ შენობაში განაახლეს

აღსაზრდელებს, საშობაო არდადეგების შემდეგ, განახლებული ოთახები დახვდა.
გარემონტდა საძინებელი ოთახები,გამოიცვალა ფანჯრები,HACCP-ის სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი საბავშვო ბაღების სამზარეულო ოთახი და აღჭურვილობა, საბავშვო ბაღების შენობის ჭერსა და დერეფანს ჩუტარდა რეაბილიტაცია, გამოიცვალა იატაკი.
რეაბილიტირებული ბაღები, სააღმზრდელო პროცესის განახლების პირველ დღეს, სსდმ ცენტრის დირექტორმა ხათუნა თოლორაიამ, პირველ მოადგილე,ელისო ჩემიასთან ერთად დაათვალიერა.
ხათუნა თოლორაია,სსდმ ცენტრის დირექტორი: ,,გილოცავთ ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებას. მიმდინარე წელსაც საბავშვო ბაღების აქტიურ რეაბილიტაცია - მშენებლობას გავაგრძელებთ, ვიზრუნებთ,იმაზე,რომ ჩვენი აღსაზრდელებისთვის შესაფერისი, ღირსეული გარემო შევქმნათ ".

2022 - ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი- ყველა უფლება დაცულია